Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია „შუა საუკუნეების საქართველო ევროპული და აღმოსავლური კულტურის კონტექსტში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტის ფარგლებში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი აცხადებს თეზისების მიღებას სამეცნიერო კონფერენციაში „შუა საუკუნეების საქართველო ევროპული და აღმოსავლური კულტურის კონტექსტში“ მონაწილეობისათვის. კონფერენცია ჩატარდება 29-30 მაისს 2021 წელს. კონფერენციის მონაწილეების რაოდენობა განსაზღვრულია 20 მომხსენებლით. საჭიროა სამეცნიერო ხელმძღვანელის ყოლა და მისი რეკომენდაცია. 

კნფერენციის მიზანია შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის კველევა, სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და ახალგაზრდა მეცნიერების წახალისება. 
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ყველა აკრედიტებული უნივერსიტეტის, სამივე საფეხურის სტუდენტებს, განურჩევლად ფაკულტეტისა და ასევე ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მქონე პირებისთვის. თუმცა აუცილებელი  მოთხოვნაა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის კონტექსტის გამოყენება.

ძირითადი მიმართულებები:

 

  • შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია
  • ყოველდღიურობის ისტორია
  • შუა საუკუნეების კულტურა
  • ფილოლოგია/ხელნაწერები/კოდიკოლოგია
  • არქეოლოგია/ეთნოლოგია/ანთროპოლოგია
  • ფილოსოფია/თეოლოგია
  • პოლიტიკურ-სამართლებრივი აზროვნება
  • სამხედრო ისტორია
  • ისტორიოგრაფია
  • წყაროთმცოდნეობა
  • ლიტერატურათმცოდნეობა
  • ფსიქოლოგია/მენტალიტეტის კვლევები
  • ხელოვნებათმცოდნეობა


მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების მიღების ბოლო ვადა - 31 მარტი
არჩეული  მონაწილეების  გამოცხადება  - 7 აპრილი
სრული ნაშრომების მიღების ბოლო ვადა - 30 აპრილი
(აუცილებელია დაცული იყოს ნაშრომის გაფორმების წესები
კონფერენციის ჩატარების თარიღი 29-30 მაისი

 

ინსტრუქცია: გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილთან ერთად გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე   young.medievalists@gmail.com   


დამატებითი ინფორმაცია:
კონფერენციის სრული მოხსენებები დაიბეჭდება. 


დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კონფერენციის ორგანიზატორებს:

თეა გოგოლიშვილი  599 755 930
ლალი მექერიშვილი   596 105 367
გიორგი ქურცაძე  591 929 465